სინდისი პატიმრების საქმე - რატომ გაქრა პროკურატურის შესავალი განცხადებებიდან სიტყვა "ორგანიზებული"

24.04.25 20:14
სინდისი პატიმრების საქმე - რატომ გაქრა პროკურატურის შესავალი განცხადებებიდან სიტყვა "ორგანიზებული"

დატყვევებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის მთავარი ადრესატი დღეს არალეგიტიმური პრემიერი იყო. ანდრო ჭიჭინაძემ ირაკლი კობახიძეს არაკაცი უწოდა. მსახიობი, რომელიც რეჟიმმა ციხეში გამოკეტა, "ოცნებას" უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ამხელს.

განსასჯელის სკამიდან ანდრო ჭიჭინაძემ კიდევ ერთ ხმაურიანი განცხადება გააკეთა - მსახიობი მიანიშნებს, რომ გარკვეულ ჯგუფებს ჰქონდათ მცდელობა, პროვოკაციაზე წამოეგოთ. მეტი კონკრეტიკისგან დღეს ბრალდებულმა თავი შეიკავა, თუმცა ხმამაღლა თქვა, რომ არც მასთან და არც  მის უახლოეს გარემოცვასთან მიგზავნილებს არასდროს არაფერი გამოუვათ. 

სანამ დააპირებთ რამეს და ცდით, უნდა იცოდეთ, ვისთან ცდით და ვისთან დააპირებთ- თქვა ანდრომ.

ეს განცხადება ანდრო ჭიჭინაძემ 11 სინდისის პატიმრის იმ სასამართლო პროცესზე გააკეთა, სადაც სახელმწიფო ბრალდება დაკავებულებს ორგანიზებულ ძალადობას ედავება, თუმცა დღეს შესავალი სიტყვის დროს პროკურორმა სიტყვა ორგანიზებული მისი პოზიციის დაფიქსირებისას პრაქტიკულად გააქრო.

ის, რომ პროკურორმა შესავალ სიტყვაში სიტყვა ორგანიზებული პრაქტიკულად გააქრო, არ გამორჩენიათ ადვოკატებს. ამის გამო დაცვის მხარის წარმომადგენლების დიდმა ნაწილმა შესავალი სიტყვის თქმაზე დღე უარი თქვა და პროცესის გადადება მოითხოვა. სინდისის პატიმრების ადვოკატები ფიქრობენ, რომ პროკურატურის შეცვლილი პოზიცია მტკიცებულებების არარსებობით იხსნება.

სინდისი პატიმრების საქმე - ნანუკა ქაჯაია დეტელებით
 

მსგავსი სიახლეები