სკანდალური განცხადება განსასჯელის სკამიდან - მხილების დღე გომელაურის თანამშრომლებს ნიკა კაციამ მოუწყო

24.04.25 20:35
სკანდალური განცხადება განსასჯელის სკამიდან - მხილების დღე გომელაურის თანამშრომლებს ნიკა კაციამ მოუწყო

ხმაური სინდისის პატიმარის სასამართლო პროცესზე - ჟურნალისტმა ნიკა კაციამ დღეს პოლიციელები ამხილა და სხდომაზე პირველად თქვა, რომ მისი დამკავებლები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

პოლიციელი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ნიკა კაციას ქურთუკის ჯიბეში ნარკოტიკული საშუალება თავად იპოვა, დღეს ბევრჯერ აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, როცა პროკურორის დახმარება დასჭირდა: მაშინ, როცა ნიკა კაცია ამტკიცებს და დროის სიზუსტით იხსენებს, როდის დააკავეს, რომ რეალურად ის ტაქსით გადაადგილდებოდა, როცა მანქანაში პოლიციელები ჩაუსხდნენ და გადასვეს ოპერატიულ ავტომობილში - ამ ყველაფერს მოწმე ლაშა ხარხელაური უარყოფს.

ირკვევა, რომ მას შემდეგ რაც ნიკა კაცია ტაქსიდან პოლიციის მანქანაში გადაიყვანეს, მასზე იძალადეს, ყელში უჭერდნენ, აგინებდნენ, ტანს ზემოთ გახადეს და ასე ჩხრეკდნენ.

დღეს მოწმედ გამოძახებული პოლიციელი ამტკიცებდა, რომ ნიკა კაციასთან ჩხრეკაზე მას შემდეგ წავიდნენ, რაც მის მეწყვილეს ხელმძღვანელმა მისცა დავალება - დიდი დიღმიდან ვართაგაულის ქუჩაზე ისე მივიდნენ, რომ ნეიტრალური მოწმე ვერ იპოვეს - ვერც ერთმა მობილური ტელეფონითაც კი ვერ გადაიღო ჩხრეკის კადრები .

ხმაური კაციას პროცესზე - ნინო ღვედაშვილი დეტალებით