დიდი ქაოსი და ღარმა დაპირისპირება კლანებს შორის - როგორ აფასებენ ირაკლი ქარსელაძის თანამდებობიდან წასვლას
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობიდან წასვლას “მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელი, ეკა ბესელია ჯგუფებსა და კლანებს შორის წარმოქმნილ დაპირისპირებას უკავშირებს.
ბესელიას თქმით, აღნიშნულ სამინისტროში იმდენად შორს წავიდა "კორუფციული სქემები", რომ სავარაუდოდ, დიდი კონფლიქტის საფუძველი გახდა.
“სამინისტროში ტენდერები, აღებ-მიცემობა და ეს გადანაწილება ტენდერების, ჯგუფებს შორის საკმაოდ დიდ კონფლიქტებს იწვევს“,- ამბობს ბესელია.
ამ მოჩვენებითი სიმშვიდის მიღმა, უნდა დავინახოთ დიდი ქაოსი და ღრმა დაპირისპირება, იმ ორ ჯგუფს შორის, რომელსაც “ქართული ოცნება“ წარმოადგენს. იმდენად შორს წავიდა ეს კორუფციული სქემები და ჯგუფები, განსაკუთრებით ეს სამინისტრო, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების, სადაც ეს ტენდერები, აღებ-მიცემობა და ეს გადანაწილება ტენდერების ჯგუფებს შორის, საკმაოდ დიდ კონფლიქტებს იწვევს. ერთი დიდი ქაოსის და ერთი დიდი კრიზისის, ოღონდ სხვადასხვა ფლანგზე და სხვადასხვა ინტერესების მატარებელი, მაგრამ ყველა ეს ინტერესი მატერიალური, კორუფციული ინტერესია, ამ ჯგუფებს შორის კონფლიქტის გამოხატულებაა,- განაცხადა ეკა ბესელიამ.
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, თაზო დათუნაშვილის შეფასებით, ქარსელაძე იტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მინისტრი იყო:
ეს არის ტენდენციის გაგრძელება, რომ ე.წ. “ქართუს“ კადრები ტოვებენ უმაღლეს თანამდებობეს. ქარსელაძე იტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მინისტრი ამ ქვეყანაში, შევარდნაძის ეპოქის შემდეგ, რომლის კისერზეცაა საქართველოს ცენტრალური მაგისტრალის 3-წლიანი დაგვიანება. ქარსელაძე არათუ თანამდებობიდან უნდა გადადგეს, არამედ, ძალიან მალე ის განსასჯელის სკამზე უნდა იჯდეს იმ კორიუფციული დანაშულებების მთელი კასკადისთვის, რაშიც ის ეჭვმიტანილია,- განაცხადა თაზო დათუნაშვილი.
კლანებს შორის დაპირისპირებაზე საუბრობენ პარტია "გახარია-საქართველოშიც". ანა ბუჩუკურის თქმით, მმართველ პარტიაში კლანური თამაშები მიმდინარეობს.
ეს არის უბრალოდ, რომ ერთმა კლანმა “ოცნებაშივე“, გაიმარჯვა მეორე კლანზე. როდესაც ჩვენი გუნდი იყო “ოცნებაში“ ჩვენი უპირატესობაც ეს იყო, რომ ამ კლანთან და კლანურ თამაშებისგან, ყოველთვის შორს იყო",-განაცხადა ბუჩუკურმა
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ქარსელაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა, აღნიშნულ პოსტზე რევაზ სოხაძე დაინიშნა.
“მადლობა ბიძინა ივანიშვილს“- ამ სიტყვებით დატოვა “ოცნების“ მთავრობა ივანიშივლის კიდევ ერთმა ერთგულმა კადრმა.
პრემიერი ამტკიცებდა, რომ ქარსელაძემ თავად ითხოვა სახლში წასვლა. უკვე ყოფილი მინისტრი დღეს ე.წ აღმშენებლობით იწონებდა თავს, მაგრამ მის სახელზე ბევრი მსხვილი შეუსრულებელი პროექტია. მათ შორის რიკოთი, რომელიც ჯერ კიდევ 2022 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ამ დრომდე არ დასრულებულა.