"ოცნება" დისკრედიტირებული კორუფციონერების ჩანაცვლებას პოზიტიური იმიჯის მქონე ადამიანებით ცდილობს - საბა ბუაძე ქარსელაძის გადადგომაზე
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნება" ახალი არჩევნებისთვის ემზადებოდეს. ამის ფიქრის საფუძველს ოპოზიციონერს ირაკლი ქარსელაძის პოსტიდან მოულოდნელი გადადგომა აძლევს.
საბა ბუაძე ფიქრობს, რომ არალეგიტიური მთავრობა ცდილობს, ძველი "კორპუმპირებული" კადრები სუფთა რეპუტაციის მქონე კადრებით ჩაანაცვლოს.
შესაძლოა, „ქართული ოცნება“ ემზადებოდეს არჩევნებისთვის და ამას შესაძლოა, უკავშირდებოდეს დისკრედიტირებული კორუფციონერების ჩანაცვლება უფრო პოზიტიური იმიჯის მქონე ადამიანებით. მე, რასაკვირველია, ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრს წარმატებებს ვუსურვებ, ვინაიდან, “ქართული ოცნების“ პირობებში ინფრასტრუქტურის სამინისტრო გადაიქცა ტენდერების კლანური გადანაწილების ერთ-ერთ მთავარ რგოლად და ვხედავთ, ძალიან ბევრი ტენდერი, რომელიც გაცემული იყო უცნობი კომპანიებისთვის, „ქართული ოცნების“ შემომწირველებისთვის, შავ სიაში მყოფი კომპანიებისთვის, საქმეების გამფუჭებლებისთვის და ამად გადაიქცა ბოლო წლებში ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამარკო ნიშნად, - ამბობს საბა ბუაძე.
კობახიძის კაბინეტს კიდევ ერთი მინისტრი ტოვებს.
ამჯერად პოსტს ირაკლი ქარსელაძე ემშვიდობება, რომელიც მინისტრის თანამდებობაზე "ქართუ ბანკიდან" გადავიდა. საკადრო ცვლილების შესახებ საზოგადოებას ირაკლი კობახიძემ ბრიფინგიდან აცნობა. კობახიძე ირწმუნება, რომ ირაკლი ქარსელაძე მინისტრის პოსტიდან საკუთარი სურვილით წავიდა.