ივანიშვილს საკუთარი გუნდის მიმართ ნდობის კრიზისი აქვს - ირაკლი აბესაძე

25.04.25 11:31
ივანიშვილს საკუთარი გუნდის მიმართ ნდობის კრიზისი აქვს - ირაკლი აბესაძე

ივანიშვილს საკუთარი გუნდის მიმართ ნდობის კრიზისი აქვს, - ასე აფასებს ფინანსისტი ირაკლი აბესაძე პოსტიდან ირაკლი ქარსელაძის წასვლას. მისი თქმით, ოლიგარქმა საკუთარი უსაფრთხოება ახლა სწორედ მხოლოდ კობახიძეს ანდო.

ირაკლი აბესაძე პირდაპირ ამბობს, რომ ინფრაქსტრუქტურის სამინისტრო ერთ-ერთი გამორჩეულად კორუმპირებული უწყებაა და მისი მინისტრის გასათავისუფლებად ბევრი ობიერქტური წინაპირობა არსებობდა. 

ამასთან, სპეციალისტი აღნიშნავს, რომ "ოცნების" ძალისხმევა კორუფციასთან ბრძოლას არ უკავშირდება, რადგან მინისტრის პოსტზე ისევ კორუმპირებული პირი წარდაგენს. 

ივანიშვილს იმ დონეზე კრიზისი აქვს ნდობის საკუთარი გუნდის მიმართ და იმ დონეზე შიშები აქვს, როგორც ჩანს, საკუთარი უსაფრთხოების, რომ, ფაქტობრივად, ჩამოკიდებული ხდება მხოლოდ და მხოლოდ კობახიძეზე. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ მისი პოზიციების სისუსტეზე შეიძლება, მიუთითებდეს.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეს ერთ-ერთი გამორჩეულად კორუმპირებული და პრობლემებით სავსე უწყება იყო. მხოლოდ და მხოლოდ რიკოთის გზის მშენებლობას მთავარი სტრატეგიული საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მშენებლობას თუ გავიხსენებთ, ვნახავთ, რომ იქ არაერთ მონაკვეთზე მნიშვნელოვანი ჩამორჩენაა დროის. საუბარია თანხების გაფლანგვაზე.
 

ამ მინისტრის გასათავისუფლებად, რა თქმა უნდა, ბევრი ობიექტური წინაპირობაც არსებობდა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ ბრძოლებს თუ არ დავუკავშირებთ ამას. მაგრამ, თუკი შევხედავთ იმას, რომ ახალ მინისტრად წარმოგვიდგინეს ასევე გამორჩეულად კორუმპირებული სისტემიდან წამოსული ადამიანი, ვგულისხმობ, თბილისის მუნიციპალიტეტს, მაშინ ვხვდებით, რომ არაფერი საერთო ამ ყველაფერს კორუფციასთან ბრძოლასთან, სამუშაოების ხარისხის გამოსწორებასთან, ეფექტიანობის გაზრდასთან სამინისტროს მუშაობის ანუ საბოლოო ჯამში, საზოგადოების ინტერესთან არაფერი საერთო ამას არ აქვს, - ამბობს აბესაძე. 
 

კობახიძის კაბინეტს კიდევ ერთი მინისტრი ტოვებს. 

ამჯერად პოსტს ირაკლი ქარსელაძე ემშვიდობება, რომელიც მინისტრის თანამდებობაზე "ქართუ ბანკიდან" გადავიდა. საკადრო ცვლილების შესახებ საზოგადოებას ირაკლი კობახიძემ ბრიფინგიდან აცნობა. კობახიძე ირწმუნება, რომ ირაკლი ქარსელაძე მინისტრის პოსტიდან საკუთარი სურვილით წავიდა.

 

მსგავსი სიახლეები