ნატოს 2024 წლის ანგარიშში უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მხარდამჭერი ჩანაწერი აღარ მოხვდა

25.04.25 14:14
ნატოს 2024 წლის ანგარიშში უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მხარდამჭერი ჩანაწერი აღარ მოხვდა

"რადიო თავისუფლების" ევროპული ბიუროს უფროსის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ბრიუსელში გამოქვეყნდა ნატოს გენერალური მდივნის ტრადიციული ყოველწლიური ანგარიში, რომელიც ეხება ალიანსის 2024 წლის საქმიანობას და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობებს.

ჟურნალისტის თქმით, გასულ წელს გამოქვეყნებულ დასკვნასთან შედარებით, ანგარიშში არც უკრაინის და არც საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის საკითხი აღარ მოხვდა. 

დღეს ნატომ 2024 წლის დასკვნა გამოაქვეყნა. რა აკლია ამ დასკვნაში 2023 წელთან შედარებით?

„უკრაინის მომავალი ნატოშია და ალიანსი უკრაინას წევრობის გზაზე მხარს დაუჭერს“.

„მოკავშირეები კვლავ დაუჭერენ მხარს საქართველოს ნატოში წევრობის გზაზე“, - წერს იოზვიაკი.

მსგავსი სიახლეები