არალეგალური ემიგრაციის ხელშემწყობ პირებს შესაძლოა, დაუწესდეთ მუდმივი სავიზო აკრძალვები-აშშ-ის საელჩო
სხვისთვის კანონის დარღვევაში დახმარებას შედეგები მოჰყვება, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო აცხადებს.
როგორც მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, “არალეგალური ემიგრაციის ხელშემწყობ პირებს, შესაძლოა, დაუწესდეთ მუდმივი სავიზო აკრძალვები.“
არალეგალური ემიგრაციის ხელშემწყობ პირებს — მათ შორის ადამიანების უკანონოდ გადამყვანებს, ტრანსპორტის მომსახურე პერსონალსა და ოფიციალურ პირებს — შესაძლოა, დაუწესდეთ მუდმივი სავიზო აკრძალვები და სხვა სახის შეზღუდვები. აშშ-ის კანონმდებლობით, პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება", - წერია განცხადებაში.