აქცია ივანიშვილის სასახლესთან - "ლეიბორისტებმა" ოლიგარქს რეპრესიების შეწყვეტა მოსთხოვეს

27.04.25 15:38
აქცია ივანიშვილის სასახლესთან - "ლეიბორისტებმა" ოლიგარქს რეპრესიების შეწყვეტა მოსთხოვეს

ოლიგარქის სოლოლაკის სასახლეთან აქცია იმართება. ბიძინა ივანიშვილს დღეს "ლეიბორისტულმა პარტიამ" პოლიტიკური რეპესიების შეწყვეტა მოსთხოვა. ამ პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ლაშა ჩხარტიშვილს რეჟიმი დაჭერით ემუქრება. სანქცირებულმა მოსამართლე ცეკვავამ გადაწყვეტილება სამ დღეში უნდა გამოაცხადოს.

შუშის სასახლეთან, სადაც ოპოზიციონერებმა ბრიფინგი გამართეს, პოლიციის უპრეცედენტო მობილიზება იყო.

თქვენ ხედავთ, ბრიფინგზეც კი პოლიციის რაოდენობა, რომელიც აღემატება ბრიფინგის მონაწილეთა რაოდენობას ათჯერ, დაკავების მანქანებით დადიან უკვე. ბიძინა რუსი ცდილობს, საქართველოში დაამყაროს პოლიციური რეჟიმი და აკრძალოს აქციებიც კი. 

სასამარლოზე ამ 150 დღიანი გადაკეტვისა და აქციების ფონზე, პირველი შემთხვევაა, რომ შსს-მ მოითხოვა ადამიანის უკვე არა დაჯარიმება, ამ შემთხვევაში, ჩემი, არამედ დაპატიმრება აქციაში მონაწილეობისთვის. მანამდე 22 ჯარიმით ვერ დაკმაყოფილდნენ და როგორც ჩანს, ამით აპირებენ სხვათა შეშინებას.

ყველას ვერ დაგვიჭერენ, ამიტომ მეტი ადამიანი რუსთაველზე, მეტი ადამიანი აქციებზე, რომ არ მივცეთ ბიძინა ივანიშვილს საშუალება, აასრულეს რუსების და დამპყრობელთა ოცნება: საქართველო ქართველების გარეშე, - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი. 
 

ჩხარტიშვილის თანაპარტიელი გიორგი გუგავა პირდაპირ ამბობს, რომ ოპოზიციონერს ივანიშვილი პროტესტში უწყვეტი მონაწილეობისთვის სჯის. "ლეიბორისტული პარტიის" წევრის თქმით, ჩხარტიშვილის დაპატიმრება სწორედ ოლიგარქის მოთხოვნაა.  

ლაშა ჩხარტიშვილი არის გამოკვეთილი მებრძოლი პოლიტიკური ლიდერი. 150 დღეა აქტიურად მონაწილეობს რუსთაველზე საერთო აქციებში. ამავე დროს, ის არის ავტორი, რომელმაც დაწვა ივანიშვილის ფიტული და ასევე საჩუქარდ დაბადების დღეზე მიართვა ის ცნობილი ნეხვის ტორტი და მისი პირადი განკარგულებაა, რომ ამჯერად ლაშა ჩხარტიშვილი დააპატიმრონ.
 

ბატონი მოსამართლეიმიტომ არის დასანქცირებული, რომ ის აქტიურად ასრულებდა რეჟიმის დავალებებს. ამ ნიშნით დააწერეს მას ლაშა ჩხარტიშვილის საქმე, რომ მან სისრულეში მოიყვანოს ის დაკვეთა, რაც გაცემულია ივანიშვილის მხრიდან, ამბობს გიორგი გუგავა. 
 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპოზიციონერ პოლიტიკოს რუსთაველის გადაკეტვას ედავება. მის სახლზე 22 ჯარიმაა გამოწერილი.

 

 

მსგავსი სიახლეები