შეტევა მეხუთე პრეზიდენტზე - პრორუსული პარტია ზურაბიშვილს პროკურატურაში უჩივის
შეტევა მეხუთე პრეზიდენტის წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმმა რუსეთის სპეცსამსახურების დახმარებით წამოიწყო. პრორუსული პარტია "სოლიდარობა მშვიდობისთვის" საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს პროკურატურაში უჩივის. ფარცხალაძესთან კავშირში მყოფ პარტიაში ამტკიცებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა უნდა. მიზეზი, რის გამოც პროკურატურას მიმართეს, რუსი პრანკერების მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერებია.
სანქცირებული პროკურორის უწყებას ახლა ტესტი აქვს ჩასაბარებელი: თუ პროკურატურა ზურაბიშვილის წინააღმდეგ გამოძიებას ოფიციალურად დაიწყებს, მაშინ დადასტურდება, რომ "ოცნება" კრემლის დავალებით მოქმედებს.
ოპოზიცია ამბობს, რომ კრემლში ეს ბოდვა ერთადერთი მიზნით მოიგონეს: დაეხმარონნ ივანიშვილის პარტიას.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.