ახალგაზრდობის სააგენტო ბიუჯეტიდან 705 000 ლარს მიიღებს - ასაჩუქრებენ თუ არა ხალხის ფულით ტიტუშკებს?

27.04.25 20:52
ახალგაზრდობის სააგენტო ბიუჯეტიდან 705 000 ლარს მიიღებს - ასაჩუქრებენ თუ არა ხალხის ფულით ტიტუშკებს?

ახალგაზრდობის სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტიდან 705 000 ლარს მიიღებს. ბრძანებს ხელი ირაკლი კობახიძემ 15 აპრილს მოაწერა. ეს ფული სტუდენტურ ორგანზიაციების ,,სტუდფესტი 2025"-თვის უნდა გადაუნაწიულონ.

ასოციაციის ხელმძღვანელი  ,,ქართული  ოცნების’’ თავდასმხმელთა რამზმის ერთ-ერთი მეთაური ალექსანდრე მუკათარიძეა. ის პროტესტის მონაწილე სტუდენტებზე თავდასხმაში არაერთხელ მონაწილეობდა. საუბარია თსუ-ს მე-2 კორპუსის წინ სტუდენტებზე ძალადობაზე , როდესაც ახალგაზრდები ირაკლი  კობახიძის ლექციის პარალელელურად შეიკრიბნენ და რუსული კანონი გააპროტესტეს. 

რას ემსახურება 705 ათასი ლარის სტუდფესტისთვის გამოყოფა? კობახიძის ბრძანებამ გააჩინა ეჭვი, რომ ხალხის ფულით "ქართულმა ოცნებამ" ტიტუშკების დასაჩუქრების გადაწყვეტილება მიიღო. 

სტუდფესტი წელს მეორედ ტარდება. ღონისძიება სტუდენტების მონაწილეობით პირველად "ქართულმა ოცნებამ" 2024 წლის მარტის საპროტესტო აქციების შემდეგ დაანონსა. მაშინ იყო მოსაზრება, რომ ამით რეჟიმი ახალგაზრდების გულის მოგებას შეეცადა. 

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში 

მსგავსი სიახლეები