გაქცევა სანქციებისგან?! - რას ამბობენ ივანიშვილის გუნდში?
ყოფილი მეოცნების, კახა კახიშვილის განცხადების შემდეგ "ქართული ოცნების" წევრები ამტკიცებენ, რომ სანქციები არ მუშაობს და ეს საკითხი მათ არ აღელვებთ. "პირველებმა" დღეს სცადა გაერკვია, რამდენად იგრძნო სანქციების სიმძიმე პარლამენტის თავმდჯომარემ, თუმცა შალვა პაპუაშვილი კითხვას გაექცა.
რაც შეეხება ივანიშვილის გუნდის დანარჩენ წევრებს, ისინი ირწმუნებიან, რომ საერთაშორისო სანქციები მხოლოდ მათ დაშნებას ემსახურება, თუმცა ის ეფექტური ვერ გამოდგა.
კახიშვილის ინტერვიუსთვის მე არ მისმენია, თუმცა ის, რომ სანქციები მხოლოდ და მხოლოდ დაშინების, ბუას ფაქტორს წარმოადგენს და მეტს არაფერს, ძალიან ნათელია. თქვენ შეგიძლიათ, დააკვირდეთ საქართველოს, მის ხალხს, მის ხელისუფლებას და ხალხზე ზეწოლა და ხალხზე ბულინგი თუ რაიმე ფორმით ამან ნაყოფი გამოიღო, ამასაც შეგიძლიათ, დააკვირდეთ.
ღარიბაშვილმა მკაფიოდ განმარტა ყველა ის მიზეზი, რის გამოც დატოვა პარტია, - ამბობს მათიკაშვილი.
"ოცნების" კიდევ ერთი წევრი ბეჟან წაქაძე კი ამტკიცებს, რომ მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ქვეყანაში სიმშვიდე იყოს.
უბედურება იქნება მაშინ, როდესაც ქვეყანაში იქნება ომი და ჩამოშლა. პირადად ჩემი ოჯახის წევრები და ჩემი ახლობლები ნერვიულობენ, რომ ქვეყანაში არ იყოს უბედურება, ქვეყანა არ ჩამოგვეშალოს. ახლა რომ ქუჩაში დგას ხალხი, რას აპროტესტებს? არ ვიცი...ღამე სიზმრებში გესიზმრებათ „ქართული ოცნების“ დაშლა, მაგრამ არ მოხდება ეს, - ამბობს ბეჟან წაქაძე.
შეგახსენებთ, რომ კახა კახიშვილმა გუშინ თქვა, რომ საერთაშრისო სანქციები მუშაობს და არ გამორიცხა, რომ ივანიშილის გუნდი კიდევ ბევრმა დატოვოს.