ნიკა მელიას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს-პოლიტიკოსის პირველი კომენტარი

28.04.25 13:44
ნიკა მელიას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს-პოლიტიკოსის პირველი კომენტარი

 

 

 

ნიკა მელიას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. რეჟიმი ოპოზიციონერ პოლიტიკოს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავება. 

მელიამ თბილისის პროკურატურა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

როგორც კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერმა განაცხადა, “რაც უფრო გაიზრდება ინტენსივობა ივანიშვილის მხრიდან რეპრესიებისა, მით უფრო ახლოს იქნება ქართველი ხალხი ცვლილებებთან.“

მელიას თქმით, “ის რასაც ივანიშვილის რეჟიმი ახორციელებს, ყველაფერი დროებითია“.

“არ შემიძლია, საზოგადოებას არ ვუთხრა ის, რისიც მჯერა-საზოგადოება გაიმარჯვებს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში“,-თქვა მელიამ.

რაც უფრო გაიზრდება ინტენსივობა ივანიშვილის მხრიდან რეპრესიებისა, მით უფრო ახლოს იქნება ქართველი ხალხი ცვლილებებთან, არა უბრალოდ გამარჯვებასთან, ივანიშვილის დამარცხებასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ცვლილებები. 

რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს- ამაზე საუბარს აზრი არ აქვს, ბოლო წლების განმავლობაში, ე.წ. ხელისუფლება რასაც სჩადის, ყველაფერი უკანონოა და ყველა ის ადამიანია, რომელიც ჩართენენ რეჟიმის წინააღმდეგ უკანონო ბრძოლაში, რა თქმა უნდა, მათი გზები გადის დრო და დრო ე.წ. სასამართლოებზე, ე.წ. პროკურატურებზე და ციხის საკნებზე. 50 უკანონო პატიმარი და მეტიც, გვიყურებს და მოკითხვა მათ. ეს ყველაფერი დროებითია, არ შემიძლია, საზოგადოებას არ ვუთხრა ის, რისიც მჯერა-საზოგადოება გაიმარჯვებს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. შეუძლებელია, მილიარედერმა ადამიანმა, რაც არ უნდა მხარდაჭერით იყოს წარმოდგენილი მტრულად განწყობილი სახელმწიფოსი, აჯობოს ქართველ ხალხს.  ჩვენთვის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და თავისუფლებისთვის ბრძოლა არის უმნიშვნელოვანესი, ამის გარეშე არ შეგვიძლია. ჩვენ ვიცით, რომ რეჟიმს რეჟიმის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, მაგრამ მათ მოუწევთ შეეგუონ ამ ქვეყენაში დემოკრატიულ და არა ავტოკრატიულ მმართველობას. ივანიშვილის ღელავს, რადგან მისთვის საფრთხეა ჰიბრიდული ავტოკრატიული რეჟიმი. ის ცდილობდა ფონს გასულიყო ნახევრად ჰიბრიდული ავტოკრატიული რეჟიმით, მაგრამ შეეშინდა და ფიქრობს, რომ მშვიდობიანი რევოლუცია გარდაუვალი იქნება, თუ სრულად ავტოკრატიას არ დაამყარებს“,- განაცხადა მელიამ.

პროკურატურა ახლა სასამართლო მიმართავს, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რა იქნება შუამდგომლობა- გირაო თუ თავისუფლების აღკვეთა. 

 

მსგავსი სიახლეები