ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიის მიღმა - რას ამბობენ ენმ-ში
“სანქცირებული ადამიანები, რომლებიც ვეღარ განკარგავენ საკუთარ ქონებას და ანგარიშებს, რა თქმა უნდა, ვეღარც მოიძებნებიან ბლუმბერგის და ვერც ფორბსის სიაში"- ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ივანიშვილის ბლუმბერგის სიიდან ამოღებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილი მილიარდებს ქართველი ხალხის გაღარიბებით შოულობს.
სანქცირებული ადამიანები, რომლებიც ვეღარ განკარგავენ საკუთარ ქონებას და ანგარიშებს, რა თქმა უნდა, ვეღარც მოიძებნებიან ბლუმბერგის და ვერც ფორბსის სიაში, რადგან ისინი აღარ შეესაბამებიან იმ ადამიანების ჩამონათვალს, რომლებსაც ბევრი მილიარდი აქვთ, მაგრამ აქ არის მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც ივანიშვილი საქართველოში ქართველების ხარჯზე შოულობს მილიარდებს, რომელსაც შავი ფული შეიძლება ვუწოდოთ, ამიტომ ისევ და ისევ საბოლოო ჯამში ქართული სახელმწიფოს გადასაწყვეტია უნდათ თუ არა ისეთი ადამიანი, რომელიც მილიარდებს შოულობს ქართველების გაღარიბებით იმისთვის, რომ დააკონპენსიროს საკუთარი დასანქცირებული ქონება დასავლეთის მხრიდან.” - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება. ოფიციალური მონაცემებით, 500 ყველაზე მდიდარ ადამიანში "ქართული ოცნების" დამფუძნებელი აღარ ფიგურირებს.
-
Bloomberg-ის 2025 წლის 31 მარტის მონაცემების მიხედვით, ივანიშვილის ქონება 7.45 მილიარდი დოლარი იყო და ის რეიტინგში 421-ე ადგილს იკავებდა.
რამ გამოიწვია სიიდან ივანიშვილის ამოვარდა, უცნობია.