ივანიშვილი იმ ზიანს იმკის, რომელიც ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას უკავშირდება - გიორგი ხიშტოვანი

28.04.25 15:16
ივანიშვილი იმ ზიანს იმკის, რომელიც ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას უკავშირდება - გიორგი ხიშტოვანი

ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი იმ მიზეზებზე საუბრობს, რომლის გამოც ოლიგარქი Bloomberg-ის მილიარდერთა სიიდან ამოიღეს. ექსპერტის თქმით, ამის მიზეზი ივანიშვილის ტოქსიკური აქტივები გახდა, რომლებიც მაღალ რისკებს უკავშირდება. 

ხიშტოვანი პირდაპირ ამბობს, რომ ქართველი ოლიგარქი ახლა იმ ზიანს იმკის, რომელიც მის მიერ ქვეყანაში დიქტატურის დამყარებასთან არის კავშირში. 

გაღარიბდა. მე ვფიქრობ, აშკარაა, რომ, ფაქტობრივად, ის ქონება, რაც გააჩნია ბიძინა ივანიშვილს უკვე არის ტოქსიკური აქტივი და შესაბამისად, მისი ღირებულება ამ მიზეზით არის შემცირებული. მე არ მგონია, რომ მაქინაციებთან გვქონდეს საქმე. უბრალოდ, ის აქტივები, რაც დღეს დარჩა ბიძინა ივანიშვილს, ეს არის ტოქსიკური აქტივები, დაკავშირებული მაღალ რისკებთან. მას შემდეგ, რაც, ფაქტობრივად, მოაქცია ამ ადამიანმა ქვეყანა იზოლაციაში და ჩამოყალიბდა რაღაც მხრივ უკვე ფორმალურ-არაფორმალურ დიქტატორად ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ასეთ დროს ბიზნესი ზარალდება ამ კონკრეტული და ყოველ ჯერზე ასეთი ადამიანის და შესაბამისად, ის იმკის ახლა იმ ზიანს, პირადს, რაც დაკავშირებულია მის მიერ ქვეყანაში დიქტატურის დამყარებასთან, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი. 

ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება. ოფიციალური მონაცემებით,  500 ყველაზე მდიდარ ადამიანში "ქართული ოცნების" დამფუძნებელი აღარ ფიგურირებს. 

Bloomberg-მა "პირველებს" განუმარტა, რატომ ამოიღო ბიძინა ივანიშვილი მილიარდერების სიიდან - ირკვევა, რომ გავლენიანმა გამოცემამ ოლიგარქი ყველაზე მდიდარი ადამიან 500 ადამიანის სიიდან  ქონების $3.6 მლრდ-მდე შემცირების გამო ამოიღო.

მსგავსი სიახლეები