ივანიშვილი ქონებას სადღაც ჭორვილის ჯურღმულში მალავს - თამაზ დათუნაშვილი
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ბლუმბერგის მილიარდერების სიიდან იმიტომ ამოიღეს, რომ ის ქონებას მალავს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, პლატფორმა უბრალოდ ვერ ითვლის აქტივებს, რომელიც ოლიგარქმა სანქციების შიშით გადამალა.
ეს არ ნიშნავს არავითარ შემთხვევაში, რომ ივანიშვილი გაღარიბდა. ივანიშვილი უკვე მრავალი თვეა, მათ შორის, შარშან ამ დროიდან, როდესაც ოფშორების კანონი მიაღებინა თავის ჯიბის პარლამენტს, აქედან უკვე ჩანდა ეს ოფშორების კანონი რისთვის მიაღებინა და იმის მერე რაც ხდება, რასაც ვაფიქსირებთ მასთან და მის ოჯახის წევრებთან დაკავშირებით, ის სადღაც ჭორვილის ჯურღმულებში მალავს თავის ქონებას და ფულს და ბლუმბერგი ვერ ითვლის ჭორვილაში დამალულ ფულს. ივანიშვილს გადააქვს თავისი ეკონომიკური აქტივობა ჩრდილოვან ეკონომიკაში, ქონებას მალავს სხვადასხვა ადგილას და უმალავს საერთაშორისო სანქცია, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი.
ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება. ოფიციალური მონაცემებით, 500 ყველაზე მდიდარ ადამიანში "ქართული ოცნების" დამფუძნებელი აღარ ფიგურირებს.
Bloomberg-მა "პირველებს" განუმარტა, რატომ ამოიღო ბიძინა ივანიშვილი მილიარდერების სიიდან - ირკვევა, რომ გავლენიანმა გამოცემამ ოლიგარქი ყველაზე მდიდარი ადამიან 500 ადამიანის სიიდან ქონების $3.6 მლრდ-მდე შემცირების გამო ამოიღო.