ივანიშვილის მაქინაციები არავის გაუგია - ვოლსკი

28.04.25 15:34
ივანიშვილის მაქინაციები არავის გაუგია - ვოლსკი

არალეგიტიმური ხელისუფლების წევრი გია ვოლსკი ამტკიცებს, რომ "ბიძინა ივანიშვილის მაქინაციები არავის გაუგია". "ოცნების" წევრი ოლიგარქის შემცირებული ქონების გამო წუხს და ამბობს, რომ სანქციები, რომელიც ივანიშვილს დასავლეთმა დაუწესა, "უტიფარია". 

ბიძინა ივანიშვილის მაქინაცია არავის გაუგია საერთოდ არც გარეთ, არც შიგნით. ერთი, ჩვენ ვიცით, უშველებელი ჩამონათალი იმ კეთილი საქმეებისა, რაც მან საქართველოს, თავის ქვეყანას გაუკეთა როგორც პატრიოტმა შეძლებულმა ადამიანმა. თუ რატომ არ იძებნება ბლუმბერგის სიაში, ამასთან დაკავშირებით პასუხი არ მაქვს. მე არ ვიცი, რა კრიტერიუმებით მსჯელობს და რა კრიტერიუმებს ითვალისწინებს ბლუმბერგის ეს ჩამონათვალი.

ძალიან სამწუხაროა, თუკი მან საკუთარი რესურსების გარკვეული ნაწილი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს უნდა მოხმარებოდა, დაკარგა ამ უტიფარი სანქციების გამო, რომელიც აბსოლუტურად უსამართლოა მის მიმართ, - ამბობს ვოლსკი.
 

ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება. ოფიციალური მონაცემებით,  500 ყველაზე მდიდარ ადამიანში "ქართული ოცნების" დამფუძნებელი აღარ ფიგურირებს. 

Bloomberg-მა "პირველებს" განუმარტა, რატომ ამოიღო ბიძინა ივანიშვილი მილიარდერების სიიდან - ირკვევა, რომ გავლენიანმა გამოცემამ ოლიგარქი ყველაზე მდიდარი ადამიან 500 ადამიანის სიიდან  ქონების $3.6 მლრდ-მდე შემცირების გამო ამოიღო.

 

მსგავსი სიახლეები