"გული მტკიოდა" - გიორგი ნემსაძე ამტკიცებს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ დეპუტატობა აიძულა

28.04.25 18:04
"გული მტკიოდა" - გიორგი ნემსაძე ამტკიცებს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ დეპუტატობა აიძულა

 

 

ცაგერის ყოფილი მერი  დღეს თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოიკითხა. გიორგი ნემსაძემ  ჩვენება სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ მისცა.

კერძოდ, ყოფილი ფეხბურთელი ამტკიცებდა, რომ სწორედ "ნაციონალურმა მოძრაობამ" "დაბლოკა" ის ფეხბურთის ფედერაციაში, როცა პრეზიდენტობა უნდოდა.

 თუ წულუკიანის კომისიაზე მისულ სტუმარს დავუჯერებთ, ის "სააკაშვილის პარტიაში იძულებით გააწევრიანეს". 

გული მტკიოდა უბრალოდ, გული მტკიოდა იმისა, რომ რაც მე მიყვარდა ფეხბურთი იმ სახეობიდან ჩამომაცილეს ორჯერ და გული მტკიოდა უბრალოდ... 

ამის შემდეგ ჟურნალისტებმა ნემსაძეს კითხეს, თუ რეპრესირებული იყო, როგორ აღმოჩნდა "ნაციონალური მოძრაობის" სიაში. მან ენმ-ის სიაში ყოფნა დაადასტურა.

იმიტომ რომ რასაც აკეთებდნენ ზუსტად იმ სიტყვებით გვითხრეს, რომ უნდა იყარო აუცილებლად კენჭიო, რადგან ახალნაძალადევში ხარო მაღალი რაღაცით - გამოკვლევები ჩავატარეთო. იქ მყავდა მეგობრები, იქ მყავდა ახლობლები, იქ მყავდა უკვე შექმნილი ძალიან დიდი გუნდი, რომლებთაც ემუქრებოდა ძალიან ცუდი რაღაცები და ამიტომ მოხდა რომ გავყევი დინებას... მე კარგად ვემსახურე ქვეყანასაც ნაციონალურ მოძრაობასაც - ალალად და პატიოსნად"- თქვა მან. 

რაც შეეხება ქართულ ოცნების ხელისუფლების პირობებში, ცაგერის მერობიდან გადადგომის ფაქტს, გიორგი ნემსაძემ უარყო ინფორმაცია, რომ მისი პოსტი შვილის შესაძლო უკანონობას შეეწირა. 

საქმე ეხება კიკეთში, მუხნარის ტყის შესაძლო გაჩეხვის სკანდალს.  ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება ამ თემაზე "ნოდარ მელაძის შაბათმა" რამდენიმე წლის წინ მოამზადა. 

მაშინ ირკვეოდა, რომ დედაქალაქის მერმა, თანაპარტიელის შვილებს ვილების მშენებლობის უფლება მისცა. ადგილობრივების თქმით, როცა ვილები ტყეში ვერ ჩატიეს, ნემსაძეებმა მუხის ხეები მალულად გაჩეხეს. 

მსგავსი სიახლეები