დაბლოკილი საბანკო ბარათები, შეზღუდული გადაადგილება და შელახული რეპუტაცია - ვინ გაასწრებს სანქციებს
შავ სიაში შეყვანილი მეოცნებეები კრედიტის გადახდასაც კი ვეღარ ახერხებენ. "ოცნების" სტაჟიანი წევრები აღიარებენ, რომ სანქციების გამო ნამდვილი განსაცდელი დადგა. ზოგიერთს ბანკებში შენახული ფული გაუყინეს, ზოგიერთს დაბლოკილ ანგარიშებზე ნაღდი ფულიც კი ვერ შეაქვს, რომ სესხი დაფაროს.
კახა კახიშვილის ერთმა ინტერვიუმ რეჟიმის პროპაგანდა მთლიანად ჩამოშალა. ვინც "ოცნებიდან" დაუსანქცირებელი მიდის, უხარია, რომ გადარჩა. დარჩენილებს წასულებზე ლაპარაკი არ უნდათ, ალბათ, ბრაზის გამო, რომ გაასწრეს. ღარიბაშვილი ამის ნათელი მაგალითია. პარტიის პირველი კაცი 12 წლის შემდეგ პარტიიდან ისე წავიდა, რომ ლიდერებისგან საჯარო მადლობაც კი ვერ მიიღო. როდესაც კითხვებზე პასუხები არ აქვთ, "ქართული ოცნების" წევრებისთვის გაქცევა საუკეთესო გამოსავალია.
ყველაზე დიდი დარდი ახლა "ოცნების" იმ წევრებს დააწვათ, ვინც პარლამენტში საკუთარი მილიონების გასამრავლებლად მივიდა, რეალურად კი მილიონების დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. კამერების წინ არ იმჩნევენ, თუმცა მათ პასუხებში ყველაზე კარგად ჩანს შიში, რომელიც სანქციებმა გაუჩინა.
გაქცევა სანქციებისგან - დეტალები ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.