სააკაშვილი: ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე მოწვევა მივიღე - მიუხედავად პოლიტიკური პატიმრობისა, "ოცნება" ჩემი ხმის გაჩუმებას ვერ შეძლებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე მიწვევა მიიღო.
სააკაშვილი აღნიშნავს, რომ კონგრესი 29-30 აპრილს, ვალენსიაში გაიმართება.
ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ოჯახისგან (EPP) მივიღე მოწვევა ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე, რომელიც იმართება 29-30 აპრილს, ვალენსიაში.
მიუხედავად ჩემი პოლიტიკური პატიმრობისა, ქართული ოცნება ვერ შეძლებს ჩემი ხმის გაჩუმებას. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს დელეგაციას!
მალე ერთად გავათავისუფლებთ საქართველოს!" - წერს მიხეილ სააკაშვილი.