რას გეგმავს "ოცნება" ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ

28.04.25 21:08
რას გეგმავს "ოცნება" ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ

"ქართული ოცნება" პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობის განახლებას გეგმავს - ამის თაობაზე ივანიშვილის გუნდის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე განმარტებით, პოლიტსაბჭოს შემადგენლობასთან დაკავშირებით მეტი დეტალი ცნობილი მოგვიანებით გახდება. 

ამასთან, მამუკა მდინარაძემ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის არჩევის პროცედურულ მხარეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავდაპირველად, რეგიონული კონფერენციები ჩატარდება, შემდეგ კი ყრილობა გაიმართება, სადაც ოლიგარქის პარტიის თავმჯდომარეს აირჩევენ.

თავდაპირველად ჩატარდება რეგიონული კონფერენციები, როგორც ხდება ხოლმე და შემდეგ უკვე გაიმართება „ქართული ოცნების“ ყრილობა, სადაც არჩეული იქნება „ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარე.

ასევე, განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა. მცირედით, მაგრამ განახლება იქნება. დეტალები, როგორც ყრილობის თაობაზე, ასევე, პოლიტსაბჭოს შემადგენლობაზე, მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები