"ოცნების" წევრების პერსონალური მოტივაცია გამდიდრებაა... შეუძლებელია, სანქციები დისკომფორტს არ უქმნიდეთ - ხოშტარია
კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ფიქრობს, რომ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს დაწესებული სანქციები დიდ დისკომფორტს უქმნის, თუმცა მისივე განმარტებით, "ქართული ოცნების" წევრები ცდილობენ, საკითხი "პროპაგანდით შეფუთონ" და საზოგადოებას თავი მოაჩვენონ, რომ "ყველაფერი რიგზეა".
"მათი პერსონალური მოტივაცია გამდიდრებაა. სწორედ ამიტომ დგას ეს რეჟიმი იმაზე, რომ მონურად მემსახურე და ბიზნესს გაგაკეთებინებ" - აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ტვ პირველის" ეთერში.
სანქციები შეუძლებელია, რომ დისკომფორტს არ ქმნიდეს. ამ ადამიანების ერთი ღერძი არის დავალებები, რომელსაც რუსეთისგან იღებენ, მაგრამ მათი პერსონალური მოტივაცია გამდიდრებაა. სწორედ ამიტომ დგას ეს რეჟიმი იმაზე, რომ მონურად მემსახურე და ბიზნესს გაგაკეთებინებ. სანქციები არის დისკომფორტის შექმნა. ოღონდ აქ ორი რამ არის მნიშვნელოვანი. ისინი პროპაგანდით ეცდებიან, დატოვონ შთაბეჭდილება, რომ ეს არ მოქმედებს მათზე. ისინი ცდილობენ, პროპაგანდით შეფუთონ, რომ ყველაფერი კარგად არის. მეორე, სანქციების სრული მასშტაბი ჯერ არ ამუშავებულა. ჩვენი ამოცანაც აქედან გამომდინარეობს". - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, გუშინ, 27 აპრილს, ყოფილმა მეოცნებემ, კახი კახიშვილმა თქვა, რომ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციები მუშაობს, ამიტომ კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ ოლიგარქის გუნდი კიდევ ბევრმა ადამიანმა დატოვოს.