თუ ივანიშვილი მილიარდების დაკომპესირებას შეეცდება, ამას ისევ ქვეყნის ეკონომიკის ხარჯზე გააკეთებს - ცისკარიშვილი

28.04.25 21:58
თუ ივანიშვილი მილიარდების დაკომპესირებას შეეცდება, ამას ისევ ქვეყნის ეკონომიკის ხარჯზე გააკეთებს - ცისკარიშვილი

ბიძინა ივანიშვილის "ბლუმბერგის" 500 ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიიდან ამოღებას "ტვ პირველის" ეთერში "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი აფასებს. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ მომხდარი საქართველოს მოქალაქეებისთვის შეღავათი არ არის, რადგან მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილს მილიარდების დაკომპესირების სურვილი ექნება, ამას ქვეყნის ეკონომიკის ხარჯზე გააკეთებს.

ფორბსის, თუ ბლუმბერგის პირველ 500-ეულში ივანისვილის ამოვარდნა, ჩვენთვის შეღავათი არ არის. არ ვიცი, ვისთვის აპირებდა თავის მოწონებას სიაში ყოფნით, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ თუ რამის დაკომპესირებას შეეცდება, შეეცდება ისევ ჩვენი ხალხის, ქართული ეკონომიკის ხარჯზე და აქედან ამოიღებს მილიარდებს. თუ ფულს დაკარგავს, აქედან ამოიღებს იმ სამ მილიარდს და ჩვენთვის უარესი. ბიძინა დაყადაღდა და ჩვენ გვეშველა, ასე საერთოდ არ ვუყურებ საქმეს. ქართულმა საზოგადოებამ უნდა გააკეთოს არჩევანი, უნდა თუ არა სანქცირებული, დაყადაღებული, თვითმარქვია ოლიგარქი ქვეყნის სათავეში". - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა. 

Bloomberg-ის მიხედვით, "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა აპრილის 3 კვირაში 3.2 მილიარდი დაკარგა. ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება. ავლენიანმა გამოცემამ ოლიგარქი ყველაზე მდიდარი 500 ადამიანის სიიდან ქონების $3.6 მლრდ-მდე შემცირების გამო ამოიღო.

  • Bloomberg-ის 2025 წლის 31 მარტის მონაცემების მიხედვით, ივანიშვილის ქონება 7.45 მილიარდი დოლარი იყო და ის რეიტინგში 421-ე ადგილს იკავებდა.

აღსანიშნავია, რომ Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში პლანეტის 500 ყველაზე მდიდარი ადამიანია წარმოდგენილი. თუ ქონება 6.3 მლრდ-ზე ნაკლებია, პირი სიის მიღმა რჩება.

მსგავსი სიახლეები