მხარს ვუჭერთ საქართველოს მე-5 პრეზიდენტის და მომიტინგეების სიმამაცეს - იტალიელი დეპუტატი ზურაბიშვილს შეხვდა
იტალიის პარლამენტის წევრი, ლია კუარტაპელე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
როგორც იტალიელმა დეპუტატმა პლატფორმა X-ზე დაწერა, იტალია პრეზიდენტი ზურაბიშვილისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების სიმამაცეს მხარს უჭერს.
დღეს, ყველა პარტიის დელეგაციის შემადგენლობაში შევხვდით საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მის ლიდერობასა და სიმამაცეს, ასევე მომიტინგეების სიმამაცეს, რომლებიც უკვე 150 დღეა მშვიდობიანად აჩვენებენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია", - წერს ლია კუარტაპელე.