ამ რეჟიმის პირობებში, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ - ცისკარიშვილი
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.
ასეთ ფონზე როგორ უნდა მიიღო. ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, ნამდვილად არ მივიღებთ. სექტემბრამდე რა და როგორ იქნება, შევხედოთ. ამ რეჟიმის პირობებში, ბიძინა ივანიშვილის თვითმარქვია, ძალაუფლებამიტაცებული ვერტიკალის მიერ ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ, მკაფიოდ გეუბნებით. ყველაზე პოლიტიკური აბსურდი, რაც შეიძლება ადამიანის ტვინში მოიხარშოს არის გამოთქმა "ნაცი=ქოცს". - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.