"ივანიშვილმა რუსეთიდან გამოტანილი 2,5 მილიარდით ქვეყნის რუსეთის ორბიტისკენ გადახრა შეძლო" - გოცირიძე
"ივანიშვილმა რუსეთიდან გამოტანილი 2,5 მილიარდით ქვეყნის რუსეთის ორბიტისკენ გადახრა შეძლო" - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომან გოცირიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი შავ ფულს ძალაუფლების შენარჩუნებისა და ადამიანების მოსყიდვის მიზნით იყენებს.
ბიძინა ივანიშვილმა ამ ფულით ქვეყნის მიტაცება და, ფაქტობრივად, რუსეთიდან გამოტანილი 2,5 მილიარდი დოლარის მეშვეობით ქვეყნის რუსეთის ორბიტისკენ გადახრა შეძლო. რუსეთიდან ფული ვინც კი გამოიტანა პუტინის ნებართვის გარეშე, ან მკვდარია ან გაკოტრებული. ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, თუ რა შეუძლია დიდ ფულს ღატაკ ქვეყანაში. ამ ფულით ხდებოდა მისი მხრიდან მოსყიდვა უამრავი ადამიანის, აგერ 30 მილიონი ფეხბურთელებს გადაურიცხა, ანაბრები, სესხები გვახსოვს წინასაარჩევნოდ, მოისყიდა ინტელიგენციის დიდი ნაწილი და ა.შ.. რა თქმა უნდა, ამ შავ ფულს ის იყენებს არჩევნებისათვის", - ამბობს რომან გოცირიძე.