წულუკიანის არალეგიტიმურ თავყრილობაზე რომ არ მივედი, ამიტომ მაკისრებენ მეორე გირაოს - მელია

29.04.25 17:51
წულუკიანის არალეგიტიმურ თავყრილობაზე რომ არ მივედი, ამიტომ მაკისრებენ მეორე გირაოს - მელია

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. საქმეს სანქცირებული მოსამართლე ლელა მარიდაშვილი იხილავს.

  • რეჟიმი ოპოზიციონერ პოლიტიკოს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავება. მას ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს

როგორც ნიკა მელიამ სხდომსი დაწყებამდე "პირველებთან" განაცხადა, წულუკიანის არალეგიტიმურ თავყრილობაზე რომ არ მივედა, ამიტომ აკისრებს რეჟიმი გირაოს.

მე მაქვს ერთი მოლოდინი, გამარჯვების, სხვა დანარჩენი არის რუტინა. მოგვეთხოვება გამძლეობა, მოტივაციის შენარჩუნება და ნებისყოფა. ეს ბრძოლა ყოველდღიური რუტინაა, მაგრამ გამარჯვების მომტანი იქნება საბოლოო ჯამში. არალეგიტიმურმა პარლამენტმა რაღაც არალეგიტიმური თავყრილობა გამართ , წულუკიანი ჩაუყენა სათავეში. მაგიდის ერთ თავში იჯდა ამასწინათ წულუკიანი, მეორე თავში ერთი ბატონი, რომელიც დაიბარა დასაკითხად და ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ, მელია უნდა დაეჭირათ თუ არ უნდა დაეჭირათ და გირაო უნდა გადამეხადა თუ არ უნდა გადამეხადა და იქ რომ არ მივედი მეორე გირაოს მაკისრებენ. ეს ძალა ვერ გაიმარჯვებს, იმიტომ რო ეს ძალა ამ ეტაპზე არის მუსკულები ივანიშვილის. მთავარი ძალა არის მეორე მხარეს, სადაც საბედნიეროდ, ჩვენ ვდგავართ, ეს არის სიმართლედა აუცილებალდ გავიმარჯვებთ", - ამბობს ნიკა მელია. 

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს.