ქვეყანაში გაჭირვებული ოჯახების რაოდენობა გაიზარდა - როგორია მოქალაქეების პროგნოზი
"ქართულ ოცნებას" პროპაგანდა თავზე ჩამოენგრა. ოფიციალური მონაცემებით რეჟიმს მოუწია იმის აღიარება, რომ 2024 წელს, როდესაც გვიმტკიცებდნენ, რომ საქართველოში ეკონომიკა აყვავდა, გაჭირვებული ოჯახების რაოდენობა გაიზარდა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოში გაჭირვებული ოჯახების რაიოდენობა 2 383-ით გაიზარდა. თუ 2024 წლის დეკემბრში 179 552 ღარიბი ოჯახი იყო, 2025 წლის მარტის ეს რიცხვი 181 935-მდე გაიზარდა.
ასეთია რეალობა საქართველოში, არადა რეჟიმი ამტკიცებს, რომ 9%- იანი ეკონომიკური ზრდით ხალხის ყოფა გააუმჯობესა. ეკონომიკური ზრდით რეალური სარეგებელი "ოცნების" ელიტამ მიიღო, გაჭირვებული ოჯახების რაოდენობა კი "ოცნების" ჯანდაცვის სამინისტრის მონაცემებით - გაიზარდა.
უჭირთ არა მხოლოდ მოქალაქეებს, რომლებსაც გაჭირვებულის ოჯახის სტატუსი სახელმწიფომ მიანიჭა. გამაოგნებელია "ეი სი თი"-ს კვლევა, რომელიც "პუბლიკა"მ გაასაჯაროა. მოსახლეობის 47 %-ს უჭირს კვებისთვის აუცილებელი პროდუქტების ყიდვა, მოსახლოები 55%-ს უჭირს აუცილებელი წამლების ყიდვა და სამედიცინო მომსახურების მიღება.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.