7 საათიანი ჩხრეკა ნანუკა ჟორჟოლიანის ბინაში - რას გეგმავს "ოცნება"
ტერორის დილა თბილისში - ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკის ოპერაცია დღეს 7 საათი მიმდინარეობდა. ჟურნალისტის სახლში პოლიცია დილის 9-ის ნახევარზე იმ დროს შევიდა, როდესაც სახლში ჟორჟოლიანის არასწრულწლოვანი შვილიც იმყოფებოდა.
სანქცირებული პროკურორისა და გომელაურის წარმომადგენლებს ჟორჟოლიანის სახლში მითითებებს სუსი აძლევდა. პარტიაში, სადაც სწრაფი ტემპით რღვევა მიდის, ერთმანეთს აღარ ენდობიან, ამიტომ საქართველოს პრკურატურას ადგილზე მითითებესსწორედ სუსი აძლევდა.
რას ეძებდნენ ნანუკას ფონდის დამფუძნებლებლის სახლში, რომლის საქმიანობაც მძიმე ავადმყოფებს, სინდისი პატიმრების და გაჭირვებული ოჯახების დახმარებაა. სამიზნე იყო ელექტროტექნიკა. ლეპტოპები, ტელეფონები, მეხსიერების ბარათები. წაიღეს ჟურნალისტის არასრულწლოვანი შვილის ლეპტოპი და ტელეფონი, ასევე დაბადების დღისა და ბაღის ზეიმის ვიდეო ჩანაწერები.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.