რეჟიმმა 7 თვის ორსულს სპეცოპერაცია მოუწყო - ტერორის დღე თბილისში

7 თვის ორსული ქალი გამომძიებლების პირისპირ არასრულწლოვან შვილთან ერთად აღმოჩნდა. მძინარე დედა-შვილთან პროკურატურა დილის 8 საათზე შევიდა. ჯერ მოტყუებით სცადეს სახლში შესვლა. შევიდნენ იმ საძინებელშიც, სადაც 7 წლის ბავშვი იწვა. კადრში კარგად ჩანს, როგორი შეშინებული იყო სკოლის მოსწავლე, რომელიც საბანში იმალება. გამომძიებლებმა ორსულ ქალს ფეისბუქ ლაივში გასვლა აუკრძალეს და ტელეფონი ძალის გამოყენებით წაართვეს.
ჩხრეკა გამომძიებლებმა არასრულწლოვნის თანდასწრებით დაიწყეს. არ გაითვალისწინეს არც ორსულის თხოვნა და არ დაელოდნენ ადვოკატის მისვლას. მიზეზი, რის გამოც დილით ორსულ ქალს თავს დაადგნენ გამომძიებლები, ფონდების დაყადაღება და დაწყებული გამოძიებაა. არადა, მარიამ ბაჯელიძე რამდენიმე წელია მოძრაობა "სირცხვილიას" ბორდის თავმჯდომარე აღარ არის და ორგანიზაცია ლიკვიდირებულია ანუ აღარ ფუნქციონირებს და ფინანსური ბრუნვა აღარ აქვთ.
ორსული ქალის სახლიდან გამომძიებლებმა მობილური ტელეფონი და დედის ლეპტოპი წაიღეს. ბაჯელიძის სახლის შემდეგ, პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკის მიზნით მის სამსახურშიც მივიდნენ და ტექნიკას ეძებდნენ.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.