ქართველი ბიზნესმენის მკვლელობა აშშ-ში - ვინ არის სასტიკი დანაშაულის ბრალდებით დაკავებული ყოფილი სპეცრაზმელი

29.04.25 20:30
ქართველი ბიზნესმენის მკვლელობა აშშ-ში - ვინ არის სასტიკი დანაშაულის ბრალდებით დაკავებული ყოფილი სპეცრაზმელი

"პირველებმა" გაარკვია ვინ არის კალიფორნიაში დაგეგმილი ჯგუფური მკვლელობის საქმის მონაწილე, რომელმაც ბიზნესმენ ალექსი მოდებაძის მკვლელობას ედავებიან. ეს ბესიკ ხუციშვილია, ყოფილი სპეცრაზმელი, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტრო 5 წლის წინ დატოვა. ბესიკ ხუციშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში წლების განმავლობაში მსახურობდა, ბოლოს კი სისტემიდან ამერიკაში წავიდა და ტაქსის მძღოლად დასაქმდა.

52 წლის ბესიკ ხუციშვილს გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ძარცვას ედავება. ხუციშვილთან ერთად დაკავებულები არიან პაატა ყოჩიაშვილი და ზაზა ოთარაშვილი. "პირველების" ინფორმაციით, ყველა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია და ამერიკაში სასტიკად მოკლულ ბიზნესმენთან მუშაობდნენ.

ამერიკული მედია წერს, რომ კალიფორნიაში 47 წლის ქართველი ბიზნესმენის სიკვდილის მიზეზი თავის ტრავმა გახდა. მას სხეულზე არაერთი მძიმე დაზიანება ჰქონდა მიყენებული.

მოდებაძე ამერიკაში მარკეტების ქსელს ფლობდა. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ მასთან მუშაობდნენ გომელაურის უწყების ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ბიზნესმენმა სამსახურიდან გაუშვა, რასაც შურისძიება მოყვა.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.