რუსეთიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებზე მოთხოვნა ორჯერ გაიზარდა

29.04.25 19:49
რუსეთიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებზე მოთხოვნა ორჯერ გაიზარდა

რუსეთის ქალაქებიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებზე მოთხოვნა 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით ორჯერ, 111%-ით გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალება "ტასი",  Aviasales.ru-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

კვლევის თანახმად, მაისის არდადეგებზე აჭარაში დასვენების საშუალო ხანგრძლივობა ერთი კვირა იქნება. ჯავშნების 7% ბავშვებზე მოდის.

ამავე მონაცემების თანახმად, ეკონომ კლასის ავიაბილეთების საშუალო ფასი ერთ ზრდასრულ ადამიანზე 15,7 ათასი რუბლია, რაც 23%-ით ნაკლებია გასული წლის მაისის პერიოდთან შედარებით.