ჟორჟოლიანის გატეხა გამორიცხულია და რომც დაიჭირონ, შესაძლოა, ციხეც კი ააბუნტოს-გოგიძე

29.04.25 22:44
ჟორჟოლიანის გატეხა გამორიცხულია და რომც დაიჭირონ, შესაძლოა, ციხეც კი ააბუნტოს-გოგიძე

ნანუკა ჟორჟოლიანის გატეხა შეუძლებელია, არ ვაქებ, უბრლოდ ფაქტის კონსტანტაციას ვახდენ,- ამის შესახებ მსახიობმა კახა გოგიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, “ოცნებამაც“ კარგად იცის, რომ ჟორჟოლიანის გატეხა გამორიცხულია და რომც დაიჭირონ, შესაძლოა, ციხეც კი ააბუნტოს.“

“ცდილობენ მოაშორონ ისეთი ადამიანები, რომლის იმედიც ხალხს აქვს“,- განაცხადა გოგიძემ.

ნანუკა ჟორჟოლიანის გატეხა შეუძლებელია, არ ვაქებ, უბრლოდ ფაქტის კონსტანტაციას ვახდენ, ეს “ოცნებამ“ თვითონაც კარგად იცის, მისი გატეხა გამორიცხულია, რომც დაიჭირონ, სახიფათოა მათთვის, რადგან შესაძლოა, ციხე აუბუნტოს. ემსახურება ერთადერთ რაღაცას-ჩვენს დაშინებას, ვინც ნანუკასნაირი რკინის და ფოლადის არ არის. იცინი ცდილობენ დააშინონ ხალხი, სადაც ნანუკას ამას უბედავენ, მე რას მიზამენ. ჩვენ ხომ ვიცით თან, ექსკლუზიური უფლება ქველმოქმედებაზე ვის აქვს, ეგეც არის. 9 აპრილის დილას, საჯარო მოხელეები ტიტებით რომ გამოჩნდნენ და სიტუაცია დაიძაბა, ხალხი კითხულობდა, ვაიმე, დაპირისპირება იწყება და ნეტა, ნანუკა სად არისო. უნდათ ამათ, ასეთი ძლიერი კონკურენტები? როგორიც არის ერთი გოგო-ნანუკა. ზუსტად ამიტომ, ცდილობენ მოაშორონ ისეთი ადამიანები, რომლის იმედიც ხალხს აქვს,- განაცხადა გოგიძემ.