“ოცნებისთვის“ არანაირი ზღვარი აღარ არსებობს, ყველაფერზე არიან წამსვლელები-ნენსი ვოლანდი

29.04.25 23:46
“ოცნებისთვის“ არანაირი ზღვარი აღარ არსებობს, ყველაფერზე არიან წამსვლელები-ნენსი ვოლანდი

რასაც ვფიქრობ ქოცებზე, რომ ეს შეიძლება არ გააკეთონ, ეგ აღარ უნდა ვიფიქრო, პირიქით, უნდა გადავამრავლო სამზე და დავიჯერო, რომ მაგას გააკეთებენ,- ამის შესახებ ჯგუფ “დაიტოვეს“ დამფუძნებელმა, ნენსი ვოლანდმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, “ოცნებისთვის“ არანაირი ზღვარი აღარ არსებობს და ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები.“

დარწმუნებული ვარ, სადღეგრძელოებს სვამენ მანდილოსნების, მომავლის, ბავშვების და მეორე დღეს იღვიძებენ და გადაწყვეტენ, რომ დღეს ორსულ ადამიანთან უნდა მივიდნენ და დააწიოკონ. მათთვის არანაირი ზღვარი აღარ არსებობს, არც ადამიანის სიცოცხლე აღელვებთ, არც მენტალური ჯანმრთელობა და საერთოდ აღარაფერი. აღარაფერი მიკვირს ამათგან, რადგან ყველაფერზე არიან წამსვლელები,- განაცხადა ნენსი ვოლანდმა.