თბილისში ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე ძლიერი ხანძარია
ძლიერი ხანძარია ამ წუთებში თბილისში, ვაგზლის ბაზრობის ტერიტორია იწვის .
არსებული ინფორმაციით, ხანძარი “ბორჯომის ვაგზლის”ტერიტორიაზე გაჩნდა, სადაც ტანსაცმლის, ხილ-ბოსტნეულის და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართებია.
ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.