საგანგებო - ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია - ამის შესახებ "პირველებს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
რაც შეეება ადგილზე არსებულ სურათს, "პირველების" კორესპოდენტის ცნობით, ადგილზე სახანძრო - სამაშველო ბრიგადები ისევ მუშაობენ.
თბილისის ცენტრში ხანძარი დაახლოებით 6:00 საათზე გაჩნდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დამწვარია სასაწყობე ფართები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.