რუმინელი კომიკოსი საქართველოში არ შემოუშვეს

30.04.25 10:02
რუმინელი კომიკოსი საქართველოში არ შემოუშვეს

ანტი-რუსული განწყობებით ცნობილი რუმინელი კომიკოსი საქართველოში არ შემოუშვეს. სტენდაპერს, რომელიც პოლიტიკური და სოციალური თემების კომენტატორობით, მათ შორის ანტიპუტინისტური  განწყობებით გამოირჩვეა, საქართველოში,  რამდენიმე შოუ ჰქონდა დაგემილი, თუმცა გომელაურის უწყებამ მას ქვეყნის საზღვრის გადმოკვეთის უფლება გაურკევევლი მიზეზით არ მისცა. ვიქტორ პატრაშკანი გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების„ რუსულ პოლიტიკას უკავშირებს.

ის ბოდიშს უხდის 500-ზე მეტ ადამიანს, ვინც შოუზე დასასწრები ბილეთები შეიძინა და ამბობს, რომ ყველა მყიდველს თანხა დაუბრუნდება.

„ვიმედოვნებ, მალე მოიპოვებთ თავისუფლებას, რომელიც გეკუთვნით, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით და ამაზე ვიცინებთ“, — ამბობს პატრაშკანი.