"ყველა პაციენტი და თანამშრომელი ევაკუირებულია. დღეს მიღება არ გვექნება" - "ჯაფარიძე/ქევანიშვილის კლინიკა"

30.04.25 11:51
"ყველა პაციენტი და თანამშრომელი ევაკუირებულია. დღეს მიღება არ გვექნება" - "ჯაფარიძე/ქევანიშვილის კლინიკა"

ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი, "ჯაფარიძე / ქევანიშვილის კლინიკა" სადგურის მოედანზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცახადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, უსაფრთოების მიზნით კლინიკიდან ყველა პაციენტის ევაკუაცია განხორციელდა. 

კლინიკია წერს, რომ დრეს მიღება არ ექნებათ. 

"უსაფრთხოების მიზნით ყველა პაციენტი და თანამშრომელი ევაკუირებულია. ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა კვლავ რჩება დაკვამლიანება. დღეს მიღება არ გვექნება. ყველას მშვიდობიან დღეს გისურვებთ", - წერია ინფორმაციაში.

ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა დარჩენილია მხრჩოლავი კერები, ამიტომ ადგილზესაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ისევ მუშაობენ. 

თბილისის ცენტრში ხანძარი დაახლოებით 6:00 საათზე გაჩნდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით,  დამწვარია სასაწყობე ფართები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.