სასამართლომ USAGM-ს რადიო თავისუფლებისთვის აპრილის თანხის გადარიცხვა დაავალა

30.04.25 12:33
სასამართლომ USAGM-ს რადიო თავისუფლებისთვის აპრილის თანხის გადარიცხვა დაავალა

ვაშინგტონის ფედერალურმა სასამართლომ აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისთვის კონგრესის მიერ დამტკიცებული თანხის გადარიცხვა დაავალა.

ინფორმაციას ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

გადაწყვეტილება მოსამართლე როის ლამბერტმა 29 მაისს გამოაცხადა. მის მიერ გაცემული დროებითი განკარგულებით, სააგენტომ რადიო თავისუფლებას აპრილის თანხა - 12 მილიონი დოლარი უნდა გადაურიცხოს.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტ სტივენ კაპუსის თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ჟურნალისტები თავიანთი საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ.

მედიაორგანიზაციებს დაფინანსება მას შემდეგ შეუწყდა, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო ხარჯების შემცირების პოლიტიკის ფარგლებში გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება “ფედერალური ბიუროკრატიის შემცირების გაგრძელების” შესახებ. ბრძანებულებაში შვიდი ფედერალური ორგანიზაცია მოხვდა, მათ შორის, USAGM, რომელიც რამდენიმე მედიაორგანიზაციის ქსელს განაგებს, მათ შორის რადიო თავისუფლებასა და ამერიკის ხმას.