ვაგზლის ბაზრის დირექტორი ცეცხლის განზრახ გაჩენის ვერსიას არ გამორიცხავს

30.04.25 12:01
ვაგზლის ბაზრის დირექტორი ცეცხლის განზრახ გაჩენის ვერსიას არ გამორიცხავს

ხანძარი ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე - ბაზრის დირექტორი ცეცხლის განზრახ გაჩენის ვერსიას არ გამორიცხავს. „პირველებთან„ ინტერვიუში ონისე გველესიანი ადასტურებს, რომ ელექტროგაყვანილობა მთელს პერიმეტრზე ახალი შეცვლილი იყო

7ის ნახევარზე დამირეკა დაცვის უფროსმა, რომ მოვედი წაკიდებული იყო სრულიად ცეცხლი და არ უშვებდნენ არავის. ელექტროობა ერთი თვის წინ გამოვცვალეთ. თოდუას მხრიდან მოხდა ხანძრის გავცრელება. დაცვის თანამშრომლები რომ მივიდნენ ცეცხლმაქრებით, უკვე აზრი არ ჰქონდა. 5 წუთში მოხდა. გასხვისებაზე არ ყოფილა საუბარი. 30 წლამდე ხლშეკრულება გვაქვს. ხელს ვერ მოკიდებდა ვერავინ", - ამბობს გველესიანი. 

ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი დაახლოებით 6:00 საათზე გაჩნდა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დამწვარია სასაწყობე ფართები. ადგილის მიმდებარე შენობებიდანდა კლინიკებიდან განხოციელდა ხალხის ევაკუაცია.

ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა დარჩენილია მხრჩოლავი კერები, ამიტომ ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ისევ მუშაობენ. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.