ამდენი ხალხის ცოდვა აქვთ კისერზე... 15 წუთში ამხელა ბაზრობა როგორ დაიწვა? - დაზარალებულები ფიქრობენ რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს

30.04.25 13:27
ამდენი ხალხის ცოდვა აქვთ კისერზე... 15 წუთში ამხელა ბაზრობა როგორ დაიწვა?  - დაზარალებულები ფიქრობენ რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს

ხანძრის შედეგად დაზარალებულები შველას ითხოვენ - მათთან ივანიშვილის ხელისუფლებსი არეცერთი წარმომადგენელი ამ დრომდე არ გამოჩენილა.

ხალხი "ოცნებისგან" ბაზრობის დაუყოვნებლივ აღდგენის მოთხოვნით მიმართავს - "სამჯერ დავიწვი უკვე, ამდენი ხალხის ცოდვა აქვთ კისერზე. რა უნდათ, დავტოვოთ ქვეყანა?"

 

 

ხო არ ჭირდებოდა ეს მთავრობას, ხო არ არის ეს ძალით დამწვარი, ხო ამბობენ ასე, აღადგინონ ისევ ბაზრობა. ჩვენ ჩვენს ადგილებზე დავგდებით. ამდენი ხალხის ცოდვა აქვთ კისერზე. დავტოვოთ ქვეყანა? რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? მესამეჯერ ვარ დამწვარი იცით? დეზერტირებში დავიწვი, ბავშვთა სამყაროში დავიწვი, მესამე ეს. 10 წლის შვილი მყავს აკანკალებს სახლში. აღადგინეთ ბაზრობა. ხო არ ჭირდებათ ეს ტერიტორია, ისევ ჩვენს ადგილებზე დაგვსვით", - ამბობს დაზარალებული

ხალხი დარწმუნებულია, რომ 15 წუთში ამხელა ბაზარი ვერაფრით ვერ დაიწვებდა. დაზარალებულები თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ ცეცხლი ადგილზე განზრახ გააჩინეს.

 

 

დავრჩი ხელებცარიელი. თუ სპეციალურად არ მოხდა ეს როდის იყო ბეტონს ცეცხლი ეკიდებოდა. მე ვიცი, რომ დღეს არაფერი აღარ მაქვს, ცარიელი ხელებით დავრჩი. რომ შემოვედი სახანძრო მარტო იქით იყო, აქ არ ყოფილა. რომ ყოფილიყო აქ, შეიძლებოდა გადაერჩინათ"- აცხადებს დაზარალებული.

 

 

პურის ფულს ვშოულობდი. მილიონერი ვინ დგას აქ. ყველა გაჭირვებული აქ დგას ხალხო. 15 წუთში ასეთი დიდი ბაზრობა როგორ დაიწვა, ეს არის გასაკვირი, ბომბი ხო არ დაეცა ხალხო", - ამბობს მოქალაქე.

ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი დაახლოებით 6:30 საათზე გაჩნდა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დამწვარია სასაწყობე ფართები. ადგილის მიმდებარე შენობებიდანდა კლინიკებიდან განხოციელდა ხალხის ევაკუაცია.

ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა დარჩენილია მხრჩოლავი კერები, ამიტომ ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ისევ მუშაობენ. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ნეტგაზეთის ფოტო