ხმაური მშენებლობის გამო - ადგილზე პოლიცია და შავებში ჩაცმული პირები გამოჩნდნენ

30.04.25 13:35
ხმაური მშენებლობის გამო - ადგილზე პოლიცია და შავებში ჩაცმული პირები გამოჩნდნენ

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ თბილისში, ყაზბეგის გამზირზე - ადგილობრივები ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც მათი თქმით, სამშენებლო კომპანია "სქაი რეზიდენსმა" ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა შეყვანა. 

ყაზბეგის 30 ნომერში, სადაც 10 სართულიანი საცხოვრებელი უნდა აშენდეს, დილიდან პოლიციასთან ერთად შავებში ჩაცმული პირები იმყოფებიან. ზოგიერთი მათგანი "პირველებს" ეუბნება, რომ სულ სხვა კომპანიის კერძო დაცვის წარმომადგენელია, მეორე ნაწილი გარბის და ამბობს, რომ აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე "სეირნობს". 

რაც შეეხება ყაზბეგის გამზირზე მცხოვრებლებს, მათი თქმით, მას შემდეგ, რაც "სქაი რეზიდენსმა" მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა. კედლები გაიბზარა და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. 

 მათივე თმით, აქვთ ექსპერტიზის დასკვნაც, თუმცა კომპანია ამ ფაქტს უგულვებელჰყოფს. 

ადგილზე იმყოფება კომპანიის დირექტორი - დავით ხახიაშვილი ამტკიცებს, რომ კომპანია ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს ბოლო სამი წელია, არ ეკუთვნის.