ვარძიის მიმდებარედ მდინარეში კაცის ცხედარი იპოვეს

ვარძიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარეში კაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, დაღუპული რუსი ტურისტია, რომელიც მდინარეში ნავით შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო. კაცს მაშველები გუშინდელი დღიდან ეძებდნენ.
მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.