რუსეთმა "დოჟდის" მთავარ რედაქტორზე ძებნა გამოაცხადა

30.04.25 16:29
რუსეთმა "დოჟდის" მთავარ რედაქტორზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა რუსული დამოუკიდებელი საინფორმაციო ტელეარხ "დოჟდის" მთავარ რედაქტორზე, ტიხონ ძიადკოზე ძებნა გამოაცხადა. ძიადკო ძებნილთა სიაში, სავარაუდოდ, დღეს შეიყვანეს. 

  • 2022 წლის ოქტომბერში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ტიხონ ძიადკო „უცხო ქვეყნის აგენტად“ გამოაცხადა, ხოლო ტელეარხი „დოჟდი“ 2023 წლის ივლისში - „არასასურველ ორგანიზაციად”.

ცნობისთვის, 8 აპრილს რუსეთის შსს-მ ამავე მედიასაშუალების წამყვანი იულია ტარატუტა შეიყვანა ძებნილთა სიაში და "უცხოელ აგენტად" გამოაცხადა. ძებნილთა სიაშია ჟურნალისტი ეკატერინა ფომინაც.