ახალი დეტალები გორში მომხდარ ორმაგ მკვლელობაზე - "პირველებმა" თვითმხილველი ჩაწერა

30.04.25 17:54
ახალი დეტალები გორში მომხდარ ორმაგ მკვლელობაზე - "პირველებმა" თვითმხილველი ჩაწერა

პირველი ინტევიუ პროკურატურის ოქროს მოწმესთან, რომელმაც გორში მამა-შვილის მკვლელობას საკუთარი თვალით უყურა. თვითმხილველი დეტალურად ყვება, როგორ ჩაცხრილა 25 წლის ბიჭი ბრალდებულმა და შემდგე როგორ მოკლა ცემით შვილის დასახმარებლად ადგილზე მისული მამა.

ირკვევა, რომ ორმაგი  მკველობით დასრულებული დაპირება სავაჭრო ცენტრის უკანა გასასვლელში დაიწყო და რამდენიმე წუთში მამა-შვილის სასტიკი მკველობით დარულდა.

ორივე ჩემს თვალწინ დაიღუპნენ, ჩემს თვალწინ ესროლეს. ერთი სიტყვა გავიგონე „გესვრი!“, სხვა არაფერი და მე დავუძახე დათოს, რომ „დათო, გამოდი, გამოერიდე“, -მეთქი და მაშინ მოხდა ყველაფერი და წამში შვილიც შემოვიდა. ბოლო ტყვია რომ უნდა ესროლა, ბოლო ტყვია აღარ იყო და მერე ფეხი ჩაარტყა და დაეცა, გაიქცა. შოკში ვიყავი, ვერ გავიქცეოდი, ვერ მივატოვებდი.მეგონა, გადავარჩენდი რომელიმეს ან ჩემს ყვირილს როგორმე შეისმენდა, მაგრამ არა, - ამბობს თვითმმხილველი „პირველებთან“. 

სავაჭრო ცენტრში, ცაციაშვილების მაღაზიასთან თანამშრომლებმა მამა-შვილს სპეციალური კუთხე მოუწყეს, სადაც სანთლებს უნთებენ და ამ ფორმით პატივს მიაგებენ. სავაჭრო ცენტრში დასაქმებულები მამა-შვილ ცაციაშვილებს დადებიტად ახასიათებენ და ამბობენ, რომ მომხდარით შოკირებულები არიან.  

შეგახენებთ, გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აპრილს, გორში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, შელაპარაკებისას, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა მამა-შვილს. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი დაზარალებული ადგილზე, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

გამოძიება სერგო ახალკაცს 109-ე მუხლს, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ედავება, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. 

ბრალდებული და დაზარალებულები დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ და ათეული წლებია, „გალერეაში“ მაღაზიებს ფლობდნენ.

„გალერეის“ მოვაჭრეების ინფორმაციით, კონფლიქტი სარეალიზაციო პროდუქციის თაობაზე მოხდა.

მსგავსი სიახლეები