რას ცვლის ცესკოს სკანდალური აღიარება?

30.04.25 20:47
რას ცვლის ცესკოს სკანდალური აღიარება?

ცესკოს დადგენილება ცესკოს წინააღმდეგ ევროსასამართლოში გაიგზავნება - კალანდარიშვილის უწყება ფაქტობრივად აღიარებს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა. პრეზიდენტისა და "ქართული ოცნების" ოპონენტების თქმით, ცესკომ დაადასტურა, რომ 2024 წლის არჩევნებზე კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დაცვა ვერ მოახერხა, შესაბამისად, მისი აღიარება ევროსასამართლოში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იქნება.

საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა, გაყალბების არა ერთი ფაქტის გამოაშკარავებასთან ერთად,  კითხვის ნიშნის ქვეშ ფარულობის დარღვევამაც დააყენა - ელექტრონულ უბნებზე ბიულეტენებზე მელანი ჟონავდა, მეორე მხარეს ჩანდა ამომრჩევლის არჩევანი, ხმის მიცემის აპარატში ბიულეტენის შეცურების დროს დაინტერესებულ პირს შეეძლო მიხვედრა, ვის მისცა ხმა მოქალაქემ, ჩარჩო-კონვერტი არჩევანის ფარულობას ვერ აზღვევდა, ახლა ამ ყველაფერს ცესკო ცვლის და ხმის მთვლელ აპარატს ფორმას უცვლის.

რას ცვლის ცესკოს აღიარება? - დადასტურდა, რომ ფარულობა დაირღვა 2263 უბანზე - კალანდარიშვილის უწყება საზოგადოებას და ეუთო/ოდირს უმტკიცებდა, რომ დარღვევების მასშტაბი დიდი არ იყო და არჩევნების შედეგებზე ვერ იმოქმედებდა, შესაბამისად, ახალი არჩევნები არ უნდა დანიშნულიყო. ახლა კი არჩევნებიდან მეექვსე თვეს ცესკო საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოდის - ფაქტობრივი აღიარება ოპოზიციისთვის დასტურია, რომ ხელახალი არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს, თუმცა ახალი ადმინისტრაციით და შეცვლილი წესებით.

ცესკოს სკანდალური აღიარება - ნინო ღვედაშვილი დეტალებით