ჯარიმებისთვის ახალი ფონდი იქმნება - "თავისუფალი ფონდის" საბანკო ანგარიში ინგლისში იქნება რეგისტრირებული

30.04.25 18:28
ჯარიმებისთვის ახალი ფონდი იქმნება - "თავისუფალი ფონდის" საბანკო ანგარიში ინგლისში იქნება რეგისტრირებული

მოქალაქეებისთვის "თავისუფლების ფონდი" ფუძნდება - "თავისუფლების მოედნის" წარმომადგენლის, დავით ჯინჭარაძის ცნობით, "თავისუფლების ფონდი" ადამიანებს გამოწერილი ჯარიმების გადახდაში დაეხმარება.

როგორც დავით ჯინჭარაძე სოციალურ ქსელში წერს, ფონდის საბანკო ანგარიში ინგლისში იქნება რეგისტრირებული, რაც ივანიშვილის რეჟიმს ანგარიშის დაყადაღების საშუალებას დაუკარგავს. 

ცხადია, საქართველოში რეგისტრირებული ფონდების დაყადაღება და სახლში მივარდნები ნიშნავს, რომ უფრო უნდა გავაქტიურდეთ და ყველამ საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმი დავდოთ ივანიშვილის გადასაგდებად. 

ამიტომ მგონია, რომ საჭიროა რამდენიმე დეცენტრალიზებული ფონდი, რომელიც უცხოური ანგარიშებით და ონლაინ გადახდის სისტემებით იმუშავებს და რომლის დაყადაღებაც შეუძლებელი იქნება. 

დღეს ვქმნი ,,თავისუფლების ფონდს'', რომელიც ღიაა დონაციებისთვის, განსაკუთრებით კი ემიგრანტების და საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების მხრიდან. 

თანხების შეგროვებისთანავე, ფონდი მოქალაქეებს დაეხმარება გასაჩივრებული ჯარიმების გადახდაში. ამ ფონდს ვერ დააყადაღებენ, რადგან ბანკის ანგარიში ინგლისში იქნება. 

შემდეგი დღეების განმავლობაში ვიმუშავებ სანდო მოხალისეთა ჯგუფის შემოსაკრებად, თანხების მობილიზებისთვის და ონლაინ სისტემის შემუშავებისთვის, რომელიც ყველა ხარჯის და დონაციის გამჭვირვალედ აღრიცხვაში დაგვეხმარება. გამოვიყენებ ჩემს მართვით გამოცდილებას, რომელიც ბრიტანულ და ამერიკულ კომპანიებში მუშაობისას შევიძინე. 

ღია ვარ ნებისმიერი დახმარებისთვის და კოლაბორაციისთვის. ცეცხლი ოლიგარქიას!" - წერს დავით ჯინჭარაძე. 

მსგავსი სიახლეები