ივანიშვილის ბანდამ უდანაშაულო ადამიანების დახმარება დანაშაულად შერაცხა - სიმონიშვილი

01.05.25 00:01
ივანიშვილის ბანდამ უდანაშაულო ადამიანების დახმარება დანაშაულად შერაცხა - სიმონიშვილი

"ივანიშვილის ბანდამ უდანაშაულო ადამიანების დახმარება დანაშაულად შერაცხა" - ამის შესახებ იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა საქველმოქმედო ფონდების საბანკო ანგარიშების დაყადაღებაზე საუბრის დროს განაცხადა. 

იურისტმა "ტვ პირველის" ეთერში თქვა, რომ აღნიშნული ქმედებით ივანიშვილის რეჟიმი იმის დემონსტრირებას ცდილობს, რომ საზოგადოების არცერთ წევრს "დაინდობს". 

ივანიშვილის ბანდამ ადამიანების დახმარება დანაშაულად შერაცხა... ნებისმიერი ფორმით დახმარება, თუ ეს ერთ კონკრეტულ პარტიას არ მოეწონება, ამ დახმარებას უკანონობად ჩაგვითვლის და ამას დაარქმევს იმ სახელს, რაც დასჭირდება. დღეს ეს შეიძლება იყოს სახელმწიფო გადატრიალება, ხვალ სხვა დანაშაული და ა.შ.. პროკურატურა მისი ნების აღმსრულებელია. რასაც ეტყვიან პროკურატურას, იმას აკეთებენ.... ამით ივანიშვილის რეჟიმი გვაჩვენებს, რომ არავის დაინდობს." - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.