განცხადება: სამეგრელოში ყალბ ნარკოლოგიურ ცნობებს გასცემდნენ
კომერციული მოსყიდვის, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღებისა და გულგრილობის ფაქტებზე, ორი პირი ამხილეს - განცხადებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომელიც მუშაობდა სამეგრელოს რეგიონში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, დაინტერესებულ პირებზე, შესაბამისი პროცედურების გავლის გარეშე, გასცა ყალბი ცნობები ნარკოლოგიური შემოწმების თაობაზე, ხოლო, მეორე ბრალდებულმა, თავის მხრივ, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, გამოიჩინა გულგრილობა და არ განახორციელა შესაბამისი კონტროლი ცნობების გაცემაზე.
აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე, 362-ე და 2201-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.