FB პოსტის გამო ლაშა ჯიოშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ტვ პირველის" ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო 3 000 ლარით დააჯარიმეს.
ოპერატორს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდნენ, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.
მას ამჯერად პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან. ლაშა ჯიოშვილს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი არ აპატიეს, სადაც ჩვენმა ოპერატორმა გომალურის უწყების სავარაუდო გადაცდომა გაასაჯაროვა.