შსს ოპოზიციური პარტიების პრესსამსახურების პატიმრობას ითხოვს

01.05.25 14:28
შსს ოპოზიციური პარტიების პრესსამსახურების პატიმრობას ითხოვს

ვახო გომელაურის უწყება ოპოზიციური პარტიების პარტიების „ახალის" და „გირჩი-მეტი თავისუფლების" პრესსამსახურების, მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილისთვის პატიმრობას ითხოვს. 

ადმინისტრაციული საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილის ადმინისტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებიან.

ფოტო: პუბლიკა
 

მსგავსი სიახლეები